საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მეუფემ წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მათ მარიამობის დღესასწაული მიულოცა. მარიამობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულად აღნიშნავს.