მარიამ ალექსიძის გალა

თანამედროვე ქართველი ქორეოგრაფი საკუთარ 10-წლიან შემოქმედებას ერთ გალა-კონცერტად წარმოადგენს.

მარიამ ალექსიძის ქოროგრაფიით დადგმული სხვადასხვა საბალეტო სპექტაკლიდან ფრაგმენტებს, თბილისის თანამედროვე ბალეტის მოცეკვავეები, რუსთაველის თეატრში, 14 მაისს შეასრულებენ.

გიორგი ალექსიძის შვილის მიერ დაარსებული ალტერნატიული საბალეტო დასი, ბოლო წლებია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.