რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა.
გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. სახელმწიფოს მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რჩება თუ არა პოლიტიკაში. თუმცა თქვა, რომ ქვეყნის სამსახურს სხვა ფორმით გააგრძელებს. სტუდენტებთან საჯარო ლექციის დროს პრეზიდენტმა ხუთწლიანი მმართველობა შეაჯამა და არაპირდაპირ მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ქართული ოცნება“ კრიტიკის სამიზნე გახდა მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს მეთაური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევ პროცესზე განმარტებებს აკეთებდა. სწორედ საპარლამენტო უმრავლესობა იყო დღეს ერთადერთი, რომელმაც საარჩევნო კამპანიაში არჩართვის გადაწყვეტილება ადეკვატურად შეაფასა.
ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს არჩევანს უწუნებს, ანალოგიური პოზიცია აქვს პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილსაც.