დაასრულებს თუ არა სტამბოლში გამართული შეხვედრა გლობალურ სასურსათო კრიზისს – ოთხმხრივმა მოლაპარაკებებმა შეთანხმების კონტურები გამოკვეთა და შიმშილის ზღვარზე მყოფი ქვეყნების დახმარების იმედი გააჩინა.
გაერო-ს და თურქეთის წარმომადგენლების მონაწილეობით გამრთულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბლოკადის მოხსნა და შავი ზღვის გავლით უკრაინული ხორბლის რაც შეიძლება სწრაფად ექსპორტია საჭირო. თურქეთში რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები საკუთარი პირობებით და წინადადებით იყვნენ ჩასულები. პროცესში პროგრესს ორივე მხარე ადასტურებს და საბოლოო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივაზეც ღიად საუბრობს. საკვებ პროდუქტებთან ერთად რუსეთი შანტაჟის იარაღად ენერგორესურსების გამოყენებასაც განაგრძობს. ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას პრიორიტეტად აცხადებს, თუმცა როგორც ჩანს, სანქციების მორიგი პაკეტი რუსეთის ენერგორესურსებს ისევ არ შეეხება. ამ საკითხზე ევროკავშირში პოზიციები ისევ გაყოფილია.