სამი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ასეთი შედეგით ბრუნდებიან ახალგაზრდა ძიუდოისტები სამშობლოში.
სლოვენიაში ევროპის რიგით 17-ე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები მოცურავე ანა ნიჟარაძე და ოქროს მედალოსანი მათე გველესიანი იყვნენ. სწორედ მათემ მოიპოვა „სამართლიანი თამაშის“ პრიზიც, რომელსაც სპეციალური ჟიური სამაგალითო საქციელისთვის გასცემს.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა შერეულმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.