მანდატურები სკოლებში შემოწმებას გამკაცრებული რეჟიმით ახორციელებენ

მანდატურები სკოლებში შემოწმებას გამკაცრებული რეჟიმით ახორციელებენ. ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებსა და მათ ჩანთებს მეტალოდეტექტორებითაც ამოწმებენ. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ პროცესი ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით მიმდინარეობს.

ამასთან, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე, გაძლიერებულია პოლიციის მხრიდან პატრულირებაც. კონტროლის დამატებითი ზომები უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც პატრულმა და მანდატურის სამსახურმა უფრო კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.