ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. დეპუტატები რიგითობის დაცვის პრინციპით, დღეს მხოლოდ პარლამენტის ორი წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილისა და „ლეიბორისტული პარტიიდან“ – შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ, ხვალ კი, დარჩენილი 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის საკითხიც განიხილება.
საბოლოო გადაწყვეტილება საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე იქნება მიღებული.