ერთი დღე რჩება ოპოზიციისათვის მანდატების გაუქმებამდე. რეგლამენტის თანახმად დეპუტატები საკითხზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე იმსჯელებენ. შეიცვლება თუ არა დარჩენილი ერთი დღის განმავლობაში ოპოზიციის გეგმები, უცნობია. ნაწილი საკუთარი მოთხოვნების შეცვლას არ აპირებს. ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება. დღეს ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, ხვალ კი კენჭისყრამდე უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი.