დედაქალაქში გამართულ ევროპის მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ გუშინდელი აქციის ვიდეო-ფოტო მასალას აქვეყნებს და წერს: „გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ, ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით. ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვის დასადგენად ვიდეოს და ფოტოს ოდნავ დაზუმებაც კი საკმარისია. ვინც სტატუსს ნახავს, თავადვე შეუძლია იანგარიშოს ხალხის რაოდენობა. დიდი ინტერესით დაველოდები ოცი ათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას. ხომ შეიძლება, მე ვცდებოდე.“ – წერს მდინარაძე.