მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

„ოთხი პოლიტიკური ოპონენტი, როგორც გარედან მართული აგენტურა“ – ასე მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას. სწორედ ოპოზიციის ამ ნაწილის პოლიტიკურ წარსულზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა მდინარაძემ ბრიფინგზე და თქვა, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ქვეყნის გარედან იმართება. პოლიტიკურ ველზე კი გახარია-ხაზარაძის გააქტიურების მიზეზად სააკაშვილი-გვარამიას წარსულს ასახელებს. როგორც მდინარაძე ამბობს, მათ შორის განსხვავება არის მხოლოდ საარჩევნო ნომრები და პარტიების ლოგოები, თუმცა ერთი აქვთ მიზნები და დავალებები, სწორედ ამიტომ, მდინარაძე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მათი ოპონენტების რეალური სახის დანახვა.