მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო დებატებში იწვევს.
„ლელოს“ თავმჯდომარის განცხადებით, მას საუბარი სურს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და გაუფასურებული ლარის კურსზე, რაშიც ის „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. მისი განმარტებით, „ლელომ“ მმართველ გუნდს არაერთხელ შესთავაზა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, თუმცა ხელისუფლებამ ის არ გაითვალისწინა.