მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება

მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ადამიანური კაპიტალის განსავითარებლად, განათლების ხუთივე დონე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველ წლებში განსაკუთრებული აქცენტი საშუალო სკოლების განვითარებაზე გაკეთდება. 2022 წლისთვის კი დაგეგმილია, მასწავლებლის ხელფასის 1800 ლარამდე ზრდა.