მამუკა ბახტაძე სპორტსმენებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა. მამუკა ბახტაძემ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხზე, სახელმწიფოს მხრიდან სპორტის აღნიშნული სახეობების ფინანსურ ხელშეწყობაზე და სპორტული მედიცინის განვითარების აუცილებლობაზე.

პრემიერი დაინტერესდა ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესთან დაკავშირებით.