პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. მთავრობის მეთაური უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გააცნობს. მამუკა ბახტაძე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებშიც ჩაერთვება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონსაც ეწვევა, სადაც შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერი მისასალმებელი სიტყვით, ამერიკა -საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას გახსნის, რომელსაც შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.