მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდა. მამუკა ბახტაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის ძირითადი თემები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო.

მხარეებმა ყურადღება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე გაამახვილეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.