მალხაზ ტოხოსაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს უარყოფს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას საბრძოლო მასალის უკანონო ფლობას ედავება. საუბარია ხუთ ვაზნაზე. გამოძიების ინფორმაციით, ტოხოსაშვილს სპეცსამსახურები 2016 წლიდან უთვალთვალებდნენ. ასევე, პროკურორის ინფორმაციით, მისი სახლიდან ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა.
დაკავებულს ბრალი შეიძლება დაუმძიმდეს.