მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 10 მაისს გამოცხადდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეცდომა დაუშვა იმ ჩანაწერის გავრცელებით, რომლითაც უწყების მტკიცებით, ტერაქტის ორგანიზებაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა გამოვლინდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრალდებას, რომელსაც მას სუს-ი უყენებს, აბსურდულია და მიზნად ისახავს მის წინააღმდეგ საზოგადოების მხრიდან აგრესიის გაღვივებას და დისკრედიტაციას.
სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტს სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გეგმავდა.