მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ორივე მხარემ მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპაციასა და უსაფრთხოების საკითხებზე. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია.