24-წლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი გერმანიაში.
ევროპარლამენტის არჩევნების წინ ფრანგულ-გერმანული კავშირის გასაძლიერებლად ემანუელ მაკრონი გერმანიაში ჩავიდა. მიზანი ევროპის მომავლისთვის დღის წესრიგის დადგენა და სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრაა. მაკრონი პრიორიტეტად სტრატეგიული ავტონომიის განმტკიცებას ასახელებს. ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანას შორის ცალკეული თემების გარშემო უთანხმოებების ფონზე ვიზიტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. გერმანიაში საფრანგეთის პირველი პირი ევროკავშირის ბიუჯეტის გაორმაგების ინიციატივით გამოვიდა. ორი კვირის შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნებია. კონტინენტზე ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვებას პროგნოზირებენ.