მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვდა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ერთადერთი, ვინც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებაზეა პასუხისმგებელი, „ქართული ოცნებაა“. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნა არასამთავრობო სექტორის დესტრუქციული ქმედებების დასტურია და ამბობენ იმასაც, რომ მსგავსი ორგანიზაციები ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის ხელის შეშლას უკვე წლებია ცდილობენ.