პროკოფიევის ცნობილი ზღაპარი „პეტრე და მგელი“ ქართულ თეატრალურ სცენაზე პირველად იდგმება.
„ვერის უბნის ტანც-კლასის“ მოსწავლეები ქორეოგრაფიული დადგმისთვის ემზადებიან – სპექტაკლში მსახიობები და მუსიკოსებიც მონაწილეობენ.
სპექტაკლის გარდა პირველად იქნება ნაჩვენები მუსიკოსების დუეტიც. დაგეგმილი პრემიერები ბავშვთა საერთაშორისო დღესთან ერთად ლექსო თორაძისა და თემურ ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება.
პირველი ჩვენება ხვალ გაიმართება.