„ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან განხილვის პროცესშია“, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. მაიკლ კარპენტერს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რა ეტაპზეა დღეს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ასევე, როგორია მისი შეხედულება ამერიკის მიერ საქართველოში წვრთნების გადადებაზე.