აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთს შეერთებული შტატების ერთ-ერთი მტერი უწოდა. როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, ბევრს სურს ამერიკის ცხოვრების წესისთვის, დემოკრატიული პრინციპებისთვის ძირის გამოთხრა და მათ შორის ერთ-ერთი რუსეთია.
მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის ნამდვილი საფრთხე მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს. სახელმწიფო მდივანმა რუსეთი ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე ბოლო მასშტაბურ კიბერშეტევაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის მასშტაბი მედიამ გადაჭარბებულად გააშუქა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, ჩინეთის ორგანიზებული ყოფილიყო.