გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მაია ბითაძის თქმით, სიცრუეა ევთანაზიაზე და მიკედლების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების სიცრუეში შეყვანისგან.