თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ არ დაუშვას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. მაია ბითაძე აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია კერძო მესაკუთრის ბიზნესინტერესები, თუმცა, საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს.
თბილისის მერია მზადაა, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებსა და ქალაქის, პარკისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, კონსენსუსზე იმსჯელონ.