იმპროვიზაციებით სავსე და ჟანრობრივად მრავალფეროვანი საღამო, – მაია ბარათაშვილი მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს რამდენიმე ნაწილად დაყოფილ კონცერტს უმზადებს.
პროგრამა დრამატურგმა მარინა სალუქვაძემ ისე შეადგინა, რომ სცენაზე ცნობილი მუსიკოსის მრავაწლიანი შემოქმედების ყველა ეტაპი გაცოცხლდება. ერთ-ერთ სიმღერაზე კი თე დარჩია იცეკვებს. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ბიგ-ბენდიც, რომელთანაც მაია ბართაშვილს 26-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.