„ცენტრ-პოინტის“ საქმე

„მაგნოლიას“ ეპიზოდზე სასამართლო სხდომა გადაიდო. მიზეზი კომპანია m2თან გასაფორმებელი ხელშეკრულებაა. პროცესის გადადება კვლავ გურამ რჩეულიშვილმა მოითხოვა და დოკუმენტაციის დასრულებისთვის მეტი დროის საჭიროება დაასახელა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქმეზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რომლის შემდეგაც, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ. სასამართლომ რჩეულიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სასამართლო განხილვა 9 ოქტომბრამდე გადადო.