მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური სამსახური ახორციელებს. წლების განმავლობაში მდინარის ადიდების ხშირი შემთხვევები, მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სოფელ ძიმითის მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებსაც უქმნიდა საფრთხეს, ამიტომ მასშტაბური ნაპირსამაგრი დამბის აშენება და მილსადენის დამატებითი დაცვის საჭიროება გამოიკვეთა. ნაპირსამაგრი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება.