ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ არიან შეკრებილი. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ამ დროისთვის ყველა მაღარო გაჩერებულია. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ საკვანძო საკითხებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.