გაფიცული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ წინადადებას არ თანხმდებიან და საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ. 15 მათგანი შიმშილობს.
ჭიათურაში დღეს მაღაროელების მსვლელობაც მოეწყო. პროტესტის მერვე დღეს, ქალაქში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჩავიდა.
ნათია ქენქაძე მუშაობს ჭიათურაში.