ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე ოჯახი. დღეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო. მათ შორის სხალთის ხეობასა და შუახევის მუნიციპალიტეტში.
ამ დროისთვის აჭარაში გაიწმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. მაღალმთიან რეგიონში არსებულ ვითარებას ახლა გეოლოგები სწავლობენ და შესაბამისი ღონისძიებებიც სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე გატარდება.