მაღალი ტემპერატურა და სპეციალისტების რეკომენდაციები

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში სინოპტიკოსები განსაკუთრებით ცხელ ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურამ ზოგიერთ რაიონებში შესაძლოა გადააჭარბოს 40 გრადუსსაც კი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექიმები მოქალაქეებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ.