„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ზუგდიდში, სალომე ბუკიას სამშვილიან ოჯახს სტუმრობდა. საუბარი შეეხო კოვიდის პერიოდში მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმას და მიღებული დახმარებების მნიშვნელობას. ოჯახის სამივე პატარა წევრი სექტემბრიდან 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ის დახმარება, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს გაუწია.