მაჩალიკაშვილს დღეს სუს-ში დაკითხავენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე  უკვე მეორედ დაიბარეს.  გამოძიებას კითხვები მსჯავრდებულ პირებთან დაკავშირებით აქვს. იცნობდა თუ არა მაჩალიკაშვილი მათ და რა სახის ურთიერთობები აკავშირებდათ. ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისათვის, სასმართლომ 6 პირს გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე კვირის წინ გამოუტანა, გამოძიება კვლავ გრძელდება.

მოამბე