მაჩალიკაშვილების ოჯახი მესამე სექტორს შეხვდა

მაჩალიკაშვილების ოჯახი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ გამოიკვეთა ხარვეზები.

შეხვედრის მიზანი, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება და მხარდამჭერის მოპოვებაა.