გარდაცვლილი არასრულწლოვნის, ლუკა სირაძის ოჯახი აცხადებს, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატების ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ლუკა სირაძე გარდაცვალების დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. მისი ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, ადვოკატების ბრალდების მიზანია, მის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა აღარ ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი ჩვენების იძულებაში დამნაშავედ ცნო და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.