საქართველოში მცირე ბიზნესის მქონე ლტოლვილმა მეწარმეებმა თბილისში შეხვედრა გამართეს, გასული წლის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
გერმანიის მთავრობის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და „ქეა კავკასიის“ ხელშეწყობით, მცირე საწარმოები მოქმედებს როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისსა და ბათუმში, ისე სოფლად. ლტოლვილ მეწარმეთა უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეა, რომელთაც ომის დროს საქართველოს შეაფარეს თავი. მათი საქმიანობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობას, კვების ინდუსტრიას, სერვისებს, ტექნოლოგიებსა და რეწვას მოიცავს.