ჯო ბაიდენის გეგმა

ჯო ბაიდენმა პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად ტრილიონ 900 მილიარდი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა. კონგრესის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოქალაქეები დახმარების სახით დამატებით 1 400 დოლარს მიიღებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისაც კი, 440 მილიარდი დოლარი იქნება გათვალისწინებული. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას 415 მილიარდი დოლარი მოხმარდება. მათ შორის 20 მილიარდი დოლარი ამერიკელების  მასშტაბურ ვაქცინაციას და რთულად მისადგომ ადგილებშიც ვაქცინაციის პუნქტების მოწყობას. არჩეული პრეზიდენტი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, ასი მილიონი აცრა გაკეთდება. მომავალი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი გეგმით, 50 მილიარდი დოლარი ვირუსის ტესტირებაზე, 130 მილიარდი კი, გაზაფხულზე სკოლების გახსნის საკითხზე იქნება მიმართული.