საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ – ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში, „ქეა კავკასია“ კონფერენციას მართავს. ღონისძიება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს. მონაწილეობს 60-ზე მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა რეგიონიდან – მათ შორის საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემებიდან და სომხეთიდან. მონაწილეები განიხილავენ ახალგაზრდების ხედვას მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.