შეთანხმება მსოფლიო ბანკთან

21:27, 17.05.2021

პანდემიის გამო დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესი მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ისარგებლებს.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ ამ მიმართულებით საქართველოსთვის კიდევ 85 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოყო. თანხით სახელმწიფო მცირე და საშუალო საწარმოებს საბანკო ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება – იგულისხმება სესხების სუბსიდირება. ფინანსური მხარდაჭერის მიზანი კოვიდ-პანდემიის გამო დაზარალებული ბიზნესის გადარჩენა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

მსგავსი