სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო მიღწევები და გამოწვევები – ლონდა თოლორაია ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ანგარიშს აცნობს. საუბარი შეეხება პირველი მარტიდან ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასაც, რის შემდეგაც ორი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება. სახელმწიფო ინსპექტორისთვის გაუგებარია პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დიპლომატების ნაწილის თქმით, აღნიშნული პროცესი მინიმალური ჩართულობით წარიმართა.