ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოისტებთან დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო დააკავეს
თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე ქევხიშვილის მხარდამჭერი და ფედერაციის წევრი ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოისტებთან დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო დააკავეს. კონფლიქტის დროს დაიჭრა ყოფილი ძიუდოისტი სოსო წელაური, და დაშავდა ორი პირი.
ქევხიშვილის გადადგომის შემდეგ დღეს სპორტსმენებს სპეციალური განცხადება უნდა გაეკეთებინათ, რომელიც ხვალისთვის გადადეს. ქართულ ძიუდოში დაპირისპირება თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.