ლომერ ჟორჟოლიანს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ლომერ ჟორჟოლიანს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება პროცესზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.

წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს არის ჩანიშნული. ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.

შეგახსენებთ, ინციდენტი სპორტსმენებს შორის 31 მაისს მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ორი პიროვნება.

სიტუაციის განმუხტვას ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორები შეეცადნენ, რა დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟორჟოლიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.