ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი
ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

გვიან ღამით, თბილისში მომხდარი დაპირისპირებისას ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაუხსნეს ცეცხლი. წინასწარი ცნობით, თავდამსხმელები ძიუდოს ფედერაციის თანამშრომლები არიან.

ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის ლომერ ჟორჟოლიანი, რომელსაც ფედერაციაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. ჟორჟოლიანი ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია.

გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოისტი იოსებ წელაური ბარძაყის არეშია დაჭრილი და კონფლიქტში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის დროს ადგილზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ტერიტორია მალევე დატოვა.