ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა.
აღნიშნული ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება. მიზანი კი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა. გამარჯვებულები ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.
კონკურსი წელს ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.