საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ პირველი ტური გაიმართა. კონკურსში, რომელიც ორ ტურად ტარდება, სკოლის მოსწავლეებმა მთელი საქართველოდან მიიღეს მონაწილეობა. როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში მონაწილეებს ეძლევათ 10 თავისუფალი თემა, კონკურსანტებმა უნდა შეარჩიონ სასურველი და დაწერონ თხზულება. მიზანი განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, ასევე ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაა. კონკურსი ფილოლოგ გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით უკვე რამდენიმე წელია ტარდება.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია.