პანდემიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დღის წესრიგი შეცვალა და 12 წლის განმავლობაში პირველად იმპროვიზაციული ტური, კახეთის ნაცვლად, თბილისში ჩატარდა.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში კონკურსის ფინალისტებისთვის უსაფრთხო გარემო მოეწყო. სტუდენტებმა ახალი ნაშრომები ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე დაწერეს. გამარჯვებული ნოემბერში დასახელდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება.