ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეუძლებელი გახდა ნატო-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპი მიენიჭებინათ.
ლინკევიჩუსის აზრით, სწორედ ამას მოჰყვა შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია. „ბუქარესტში ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭება რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. რუსეთის პროვოცირება პირიქით მოხდა – მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა!“ – წერს ლინას ლინკევიჩუსი.