ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში შეხვედრებს მართავს. ლილიან მორი პასკიე უკვე ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარეს და ქართველ დეპუტატებს. პრესისთვის ერთობლივი განცხადებაც გაკეთდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხვალ სიტყვით საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზეც გამოვა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება.