ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს ლიეტუვა. საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.